ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის სპეციალისტის და მძღოლ-ინსტალატორის პოზიციებზე


სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:

ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის სპეციალისტი

  • აბონენტების სატელეფონო ზარების მიღება და ტექნიკური მომსახურება;
  • კომპანიის სერვისების  პირველადი ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტირება და რეაგირება;
  • აბონენტის პრობლემის ან მოთხოვნის შესაბამისად სათანადო განყოფილებასთან ზარის გადართვა / დაკავშირება და საჭიროებისამებრ ტექნიკური დავალების გაფორმება;

მძღოლ-ინსტალატორი

  • ახალი აბონენტის ჩართვა, შესაბამისი, როგორც ოპტიკური ასევე უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია,
  • ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება
  • სასურველია ელ. შედუღების(სვარკის) ცოდნა

ტექნიკური მოთხოვნები:

  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
  • ქსელების ცოდნა (Comptia Network+ ფარგლებში);

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალური,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე  ორიენტირებულობა,
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
  • აუცილებელია ავტომობილის მართვის  მოწმობა

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული / არასრული / ღამის მორიგე
  • სასურველია უცხო ენის (რუსული, ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV ) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  vacancy@airlink.ge

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.