Georgian AirLink არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინტერნეტ მომსახურეობასა და ტელე-საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული ინტერნეტ პაკეტები  და სხვადასხვა სახის მაღალხარისხიანი საკომუნიკაციო მომსახურება.

კომპანიის მიზანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრება, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით შეძლებს.

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი (ინტერნეტ-ტელევიზია) ქართულ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებში.